რამდენიმე წლის წინ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე დაინიშნა. მაშინ ხალხმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ირაკლი რუსეთში მოღვაწე ქართველი იყო და ნინი საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას საზოგაოდებისთვის უცნობ ადამიანთან აპირებდა, წყვილის ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, ქორწინება 4 თვეში დასრულდა, თუმცა ნინის ირაკლისთან ერთი შვილი, ელენე შეეძინა და ახლა ელენე დედასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მამათანაც ხშირად ატარებს დროს.
ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი, ირაკლი კუტალაძე კი 2017 წელს მეორედ დაქორწინდა.
მისი მეუღლე ირინა შინკარევაა. წყვილს საერთო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს.
ელენეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს დასთან და ირინკაც სიხარულით ხვდება მის ჩასვლას.
~