ვახო სანაიას პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც საუბარია ხვლიკზე, რომელსაც პატრიარქმა ნესვია აჭამა.
“ხვლიკისა და ნესვის ამბავზე მაქვს სათქმელი ორიოდე სიტყვა:
ხვლიკი მართლა მიდის ადამიანთან
ხვლიკი გიჟდება ნესვზე. ასევე უყვარს საზამთრო, მსხალი, ბანანი.
მეც რომ გავუწოდო, მოვა და შეჭამს
ხვლიკი უამრავ ადამიანს ჰყავს სახლში, ეფერება, ეთამაშება და სწორედ ასე, ხელითაც აჭმევს ხილს
მეუფე ნიკოლოზმა თუ პატრიარქთან გადაამოწმა ეს ამბავი, დაუდასტურებდა, რომ ასეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა, რადგან ეს მილიონჯერ ხდება მთელ მსოფლიოში დღის განმავლობაში.
ეს ამბავი სასწაულად იმიტომ წარმოაჩინეს, რომ უბრალოდ არ იციან ადამიანებმა ხვლიკზე ყველაფერი. ზუსტად ასე არ იციან ბევრი სხვა რამ და სასწაული ჰგონიათ.
რომ არ იცი, არ ტეხავს. რომელი ხვლიკოლოგები ჩვენა ვართ.
არც მე ვიყავი ამ ამბავში გათვითცნობიერებული, მაგრამ დავგუგლე. გმადლობთ ყურადღებისთვის.”– წერს სანაია.