დონალდ ტრამპის მცდელობებს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეცვალოს, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი „სრულ სიგიჟეს“ უწოდებს.
მისი თქმით, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვებაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს, არ არსებობს და თეთრი სახლის ლიდერმა აბსურდი უნდა შეწყვიტოს.
5 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსსარჩევნების შედეგების გადახედვის უფლებამოსილება აქვს. მოგვიანებით გამოცემა The New York Times-მაგაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პენსმა თეთრი სახლის ლიდერს არჩევნების შედეგების გადახედვაზე უარი უთხრა. ტრამპმა ამ ინფორმაციას ფეიკ-ნიუსი უწოდა.