ამერიკელი მოდელისა და მსახიობის სტეფანი სეიმურის ვაჟი 24 წლის ჰარი ბრანტი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალურ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. როგორც ახალგაზრდის ოჯახმა განაცხადა, ჰარი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობასაც გადიოდა, თუმცა უშედეგოდ.
“ჰარი ძალიან კარგი ადამიანი იყო, კრეატიული, მოსიყვარულე და ძალიან გულთბილი, ის გარეგნულადაც და შინაგანადაც ლამაზი ადამიანი იყო, სამწუხაროა, რომ დიდი შრომის მიუხედავად მან ცხოვრებაში წარმატების მიღწევა ვერ მოახერხა, ის ყველას ძალიან დააკლდება.” განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.