“საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მსხვილი მარკეტები დღითიდღე საშიში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის!”

442

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მსხვილი მარკეტები

დღითიდღე საშიში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის!

პირბადის სავალდებულო ტარება იწვევს ჰაერის უკმარისობას და უკვე სახეზეა, არათუ რიგითი მოქალაქეების არამედ მარკეტის თანამშრომელთა (დღეში რამდენჯერმე}ცუდად გახდომის, გულის წასვლის შემთხვევები!

ზაფხული სიცხეების მატებასთან ერთად, გუშნწინ იგივე დაემართა ჩემს შვილისშვილს, რომელიც გაკვეთილიდან შინ ბრუნდებოდა.. რათქმაუნდა ავტობუსში კონდენციონერი გამორთული იყო და მხოლოდ ფანჯარასთან სასწრაფოდ მიყვანის შემდეგ მოსულიერდა!

წინ ეროვნული გამოცდებია

პაპანაქება სიცხეში, აბიტურიენტები დახურულ სივრცეში ,უკონდენციონერო ოთახებში პირბადეებით ისხდებიან კომპიუტერებთან!

საგამოცდოდ დილის 8 საათზე უნდა გავიდნენ სახლებიდან რომ რეგისტრაცია გაიარონ!გამოცდები იწყება მოგვიანებით, სადღაც 11-12 საათზე!

ამ ყველაფერს ემატება ნერვიულობა, გამოცდის ხანგრძლივობა (3 საათი} და იქნებ განათლების სამინისტრომ დროულად გვაუწყოს როდის იქნება ეროვნული გამოცდები,რათა ბავშვები ვამეცადინოთ უჰაერო სივრცეში ადაპტაციისთვის?

გული მიგრძნობს, ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა დადგება საგამოცდო შენობებთან და წინასწარ დაიჭიროს თადარიგი ჯანდაცვამ!” – წერს გოგოსაშვილი.