კორონავირუსისგან განკურნებული ქეთი თოდუა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და თან ის რომ გაიგეს ეკლესიაში ვიყავი და ვეზიარე რას მიზამდნენ ჟურნალისტები ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიებით ძალა არ მყოფნიდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები!
ადამიანები მლანძღავდნენ მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი და ახლა სად არიან ეს ადამინები როცა სიმართლე გაიგეს რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია!
ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაინფიცირებულა! ეხლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ გეწყინათ ყველა ჯანრთელად რომ არის?! ხომ ხედავთ ღმერთმა დაგვანახა ყველას რომ ეკლესია არ არის სახიფათო და მითუმეტეს ზიარება, ჩემი მოძღვარი რომელიც ასაკიანია და არა ერთი ქრონიკული დაავადება აწუხებს არცერთი წამი არ შეშინებულა ამ ვირუსის დაავადებით, პირიქით უფალს ადიდებდა და მადლობდა!
გვერდში მედგა და მამხნევებდა, მანუგეშებდა იმის მიუხედავად რომ ჩემს გამო ჩაკეტეს მონასტერი მომლოცველებისთვის! ქრისტეს მიანდო ჩვენი ჯანრთელობა და შედეგიც სახეზეა.” – წერს თოდუა.