“არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა…”

246

ზურა დო­ი­ჯაშ­ვილს ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 22 თე­ბერ­ვალს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. რო­გორც მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლემ, ქეთი ვა­და­ჭ­კო­რი­ამ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რე­ი­სი თბი­ლი­სის­კენ სწო­რედ 22-შია და­ნიშ­ნუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბა ამ რე­ი­სით მოხ­დე­ბა.

დო­ი­ჯაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი მაია მარ­ხვაშ­ვი­ლი მომ­ღერ­ლის უკა­ნას­კნელ დღე­ებს იხ­სე­ნებს და რო­გორც “ფე­ის­ბუქ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში წერს, ზურა ბო­ლოს უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­უ­ბა­რიც აღარ შე­ეძ­ლო. მარ­ხვაშ­ვი­ლი ასე­ვე წერს, რომ მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლემ, ქეთი ვა­და­ჭ­კო­რი­ამ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მე­უღ­ლეს, ბო­ლომ­დე არ მო­შო­რე­ბია გვერ­დი­დან:

“მე­რამ­დე­ნე დღეა ჩაქ­რა შუქი და შენს სიმ­ღე­რას ვუც­დით… ხე­ლე­ბი არ მე­მორ­ჩი­ლე­ბა შენი სამ­ძიმ­რის და­სა­წე­რად, ყვე­ლა­ზე თბი­ლო ბიჭო, რო­გორ გვატ­კი­ნე ყვე­ლას გული… აწი ქე­თის მო­ვე­ფე­რე­ბი შენს მა­გივ­რა­დაც… არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა შენი და მა­მუ­კას ბოლო სა­უ­ბა­რი გე­ლას­თან, მა­შინ ჩა­მეგლი­ჯა გული, მა­მუ­კამ რომ გკი­თხა ვერ ლა­პა­რა­კო­ბო? მაგ დროს კი­დევ იმე­დის თვა­ლით ვუცქერ­დი შენს ჯან­მრთე­ლო­ბას და არას­დროს, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა შენი ბოლო სი­ტყვა – ვე­რაა… შო­რი­დან ვუცქერ­დი თქვენს სა­ხე­ებს და ახ­ლოც ვე­ღარ მო­გე­კა­რეთ მაგ ვე­რას მერე…

ღმერ­თო, წერა მა­ინც ვი­ცო­დე, რამ­დენ შენ­გან მო­ნი­ჭე­ბულ ბედ­ნი­ერ წუ­თებს და დღე­ებს გა­ვიხ­სე­ნებ­დი… შე­უძ­ლე­ბე­ლი აკე­თა ქე­თიმ, ვე­ნაც­ვა­ლე მას! ნა­თე­ლი გე­ფი­ნოს მუ­დამ თბი­ლო და კე­თი­ლო, ნი­ჭი­ე­რო ვარ­სკვლა­ვო” – წერს მაია მარ­ხვაშ­ვი­ლი.