სევდია უგრეხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ხერხემლის ოპერაცია გავიკეთე და ფიზიკურად ვერ ვარ ჩემი მეგობრების-პატრიოტების გვერდით. აქ მინდა ნიკა მელიასთან ნაცნობობის პირველი ხანები გავიხსენო. 2013 წელს, როდესაც ვიცე-მერად დავინიშნე, ნიკა მთაწმინდის გამგებელი იყო. იგი განსხვავდებოდა სხვებისგან იმით, რომ არც საჯარო მოხელის და არც პოლიტიკოსის კლიშეში არ ჯდებოდა. დადიოდა აღმა-დაღმა თბილისის პრობლემურ მშენებლობებსა და მიწის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით, თან აკითხავდა შემოერთებულ სოფლებში ავადმყოფ და სიღარიბისაგან ჩაგრულ ადამიანებს. იყო ურთიერთობაში თავაზიანი, რაც ზოგჯერ ზედმეტიც მეჩვენებოდა. ხოდა, ერთხელ მოგვიხდა სწრაფად ექსტრემალური გადაწყვეტილების მიღება. შიხიაშვილის ქოცსაკრებულომ არ დაგვიმტკიცა ბიუჯეტში სატელევიზიო ანძის აუცილებელი რეაბილიტაციის თანხა. კანონის სრული დაცვით ჩატარდა სასწრაფო მთავრობის სხდომა და გადაწყდა ანძის გამორთვა, რათა გვეჩვენებინა, რა მოჰყვება დაუფინანსებლობას. ნიკა ვერ ვიპოვეთ-სადღაც ხალხში იყო “გაჭრილი”. როცა გაიგო, ძალიან გაბრაზდა და მკვეთრადაც გამოხატა. ასეთი რამ ყველას უნდა გვცოდნოდაო. მისი აღშფოთება ფორმალურად არა, მაგრამ ადამიანურად იყო სწორი. თუნდაც იმიტომ, რომ შესაბამისი სამსახურის უფროსი ქოცებმა იარაღის მუქარით დააშინეს, მიიყვანეს და ჩაართვევინეს ის გასაცოდავებული, ნახევრადჩამქრალი ანძა. აი, სწორედ იმ გაბრაზებისას გამოავლინა ნიკა მელიამ თავის პირდაპირი, დამოუკიდებელი და მართალი ხასიათი. იმ დროს იგი ახალი იყო ჩვენს უკვე ოპოზიციურ პარტიაში. დღეს ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. Nika Melia✌️🇬🇪🥰”