რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია იანვარში დედა გახდა. „ა სტუდიოს“ ვოკალისტს მეორე შვილი შეეძინა, რომელსაც ადამი დაარქვეს.
ამჯერად კი ინტერნეტში მომღერლის ახალი ფოტოები ვრცელდება, სადაც ის ახალდაბადებულ ვაჟთან და უფროს ქალიშვილთან ერთად პოზირებს. მომღერალი შვილებთან ერთად ფოტოსესიისთვის ემზადება, რომლის თიზერიც სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
„ჩვენ ადამს ახალშობილის ფოტოსესია მოვუწყეთ, ძალიან განვიცდიდი, მინდოდა ის კომფორტულად ყოფილიყო. ამ ასაკში რთულია ფოტოების გადაღება, მაგრამ მინდა რომ ეს მომენტები დარჩეს მეხსიერებაში“ – ამბობს მომღერალი.