5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

303

ცნობილი გამოთქმაა, რომ ჩვენს გიჟურ სამყაროში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მუდმივი ტრანსფორმაცია და როგორც ჩანს, ამ სიტყვებში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. გთავაზობთ 2020 წლისთვის მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონის ჩამონათვალს, ვნახოთ, თუ როგორ გამოიმუშავებენ ისინი საბანკო ანგარიშზე არსებულ შთამბეჭდავ თანხას.

1. ბეტანკურ-მაიერსი – 77 მილიარდი დოლარი
67 წლის ქალბატონი L’oreal-ის დამფუძნებლის – ეჟენ შილერის შვილიშვილია და ბრენდის 33 %-ს ფლობს, თუმცა გარდა ამისა ოჯახის მიერ შექნილ საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც ხელმძღვანელობს.

 

2.ელის უოლტონი – 67.7 მილიარდი დოლარი
ელის უოლტონი ამერიკული სუპერმარკეტების ქსელის – Walmart_ის დამფუძნებლის – სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც მამის ქონებას 2 ძმასთან ერთად ინაწილებს. გარდა ამისა, ის ხელოვნებითაა დაკავებული და 2011 წელს ამერიკული ხელოვნების მუზეუმი Crystal Bridge-იც გახსნა.

 

3.მაკენზი სკოტი – 57.9 მილიარდი დოლარი
Amazon-ის დამფუძნებელთან – ჯეფრი ბეზოსთან 25 წლიანი ქორწინების დასრულება მაკენზისთვის ფინანსურად მომგებიან აღმოჩნდა. ყოფილმა ქმარმა მას ამაზონის ოთხი აქცია გადასცა, რამაც მის ქონებაზე განსაკუთრებულად იმოქმედა.

 

4.ჯულია კოქსი – 44.9 მილიარდი დოლარი
2019 წელს ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის – დევიდ კოქსის გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს – ჯულიასა და სამ საერთო შვილს დევიდის აქციების 42 % გადაეცა.

 

5.ჟაკლინ მარსი – 28.9 მილიარდი დოლარი
ჟაკლინი ფლობს ამერიკული ტკბილეულის კომპანიის – Mars-ის აქციების მესამედს. კომპანია 1911 წელს მისი ბაბუის მიერ დაარსდა, რომელმაც შვილთან ერთად 1923 წელს Milky Way-ც შეისყიდა.