თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ

403

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლეს, თინა ხიდაშელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია თინა ხიდაშელის გვერდზე გავრცელდა.

“მოგესალმებით, მეგობრებო. თინას თხოვნით ვაქვეყნებთ სტატუსს. ჟურნალისტებს გვინდა, გამცნოთ, რომ, სამწუხაროდ, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილსა და მთელს ოჯახს ორშაბათს კოვიდი დაუდასტურდათ. მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინიმუმ ერთი კვირა ვერ იქნებიან კონტაქტზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.