“სულ რომ კაციჭამიების გაერთიანებად აქციოთ ეს ხელისუფლება, იმ კაციჭამიას სისხლს ვერ ჩამორეცხთ, ასე, რომ ძალიანაც ნუ დაშვრებით”

1,193

ჟურნალისტი ნელი თორდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“სულ რომ კაციჭამიების გაერთიანებად აქციოთ ეს ხელისუფლება, იმ კაციჭამიას სისხლს ვერ ჩამორეცხთ, ასე, რომ ძალიანაც ნუ დაშვრებით. თუ ესეც ცუდია, ორივე ძალა უნდა მოშორდეთ და გამოჩნდება ქვეყანაში მესამე ძალა.. ესენი რომელ მესამე ძალას მოუშვებენ, ეკლესიაში იჭრებიან უკვე.. საპატრიარქოზე იერიში მიაქვთ.. პეტიციის შედგენა უნდა დავიწყო, ამერიკას უნდა ვთხოვო, დაგვინიშნოს ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და დაგვასვენოს, სანამ გაგვასვენეს ამათმა.. ფსიქიატრებს დაეკითხეთ, ფსიქიატრეებს, რატომ გახშირდა პატარა გოგოებზე ძალადობა,. ოჯახის წევრების ხოცვა.. 10-დან 5 აღარაა ფსიქიურად ჯანმრთელი და ესენი კიდევ არეულობებს და მეორედ მოსვლას გვპირდებიან.. საკუთარ თავს მაინც დაეკითხეთ ხანდახან, რატომ აპანღურებენ მიშას უკრაინიდან. რატომ არ დანიშნეს პრემიერად კი არა, რიგით მინისტრად, რატომ ვერ გაატარა რეფორმები, რატომ ვერ ააყვავა ქვეყანა, რატომ ეძახიან პოპულისტ უსაქმურს.. ისეთ ომში მიჰყვებით, ორივე მხარე და ქვეყანა რომ წააგებს და საუკუნოდ შეგაჩვენებთ შთამომავლობა. ჩამოშორდით იმ სისხლიან კაცს და იბრძოლეთ, გაიმარჯვეთ და მოდით, თუ ქვეყნის მართვა შეგიძლიათ, მარა მეტი არაა ჩემი მტერი…”