“მამების გასანადგურებლად შვილების გამოყენება არის ყველაზე მდაბიო, არაკაცური და გულისამრევი საქციელი”

840

რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მამების გასანადგურებლად შვილების გამოყენება (სულ რომ ხელიდან იყვნენ წასულები) არის ყველაზე მდაბიო, არაკაცური და გულისამრევი საქციელი, თუმცა კარგად აპრობირებული.

თქვენ ამას ვერ გაიგებთ, რადგან მეტი არაფერი გინახავთ ცხოვრებაში – მდაბიოების და არაკაცების თესლის ნაყოფები ხართ. არ გრცხვენიათ ამხელა მუტრუკ ,,ვაშკაცებს” შვილისტოლა ბიჭზე რაებს ამბობთ?

კრიტიკა, ბრაზი, სინანული, აღშფოთება – ადამიანური თვისებებია და ამ შემთხვევაში, ბუნებრივიც, მაგრამ თქვე შხამიანო ვირთხებო, ასეთი გზნებითა და სიხარულით რომ მომენტი იპოვეთ და აღარ ჩერდებით, შვილები არ გყავთ?

ღმერთის რომ არ გწამთ, ვიცი, მაგრამ ბუმერანგის პრინციპი და კანონზომიერება მაინც არ გსმენიათ? ილოცეთ, რომ თქვენს შვილებს არ მოხვდეთ ეგ ბუმერანგი.”