ავსტრალიაში ცხოველთა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც მოძალადე პირი $44,000-ით დაჯარიმდება და 1 წელს ციხეში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმები, წინა კანონებთან შედარებით 8-ჯერ უფრო დიდია. ცხოველთა მიმართ სისასტიკეში ბრალდებულებს მაქსიმუმ $44,000 და 12-თვიანი ციხე ემუქრებათ, ხოლო უფრო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი სისასტიკისთვის კი ჯარიმა შესაძლოა $110,000-მდე ავიდეს და ასევე ციხეში გასატარებელი დრო 2 წლამდე გაიზარდოს.
UniLad-ის ცნობით, ის ადამიანები, ვინც საკუთარ ცხოველს სათანადო საკვებითა, ან თავშესაფრით არ უზრუნველყოფს, შესაძლოა $16,500-ით დაჯარიმდნენ, ხოლო ციხეში კი 8 თვე გაატარონ.
