კანადაში, ვანკუვერში გაიხსნა გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ვინსენტ ვან გოგი შემოქმედებაში სამოგზაუროდ, შთამბეჭდავ გზას სთავაზობს; დიდ საგამოფენო სივრცეში მოწყობილ ეკრანებზე მხატვრის ნამუშევრები ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ დამთვალიერებელს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავადაც ნამუშევრის ნაწილია.
გამოფენა 19 მარტს გაიხსნა და 11 ივნისამდე გაგრძელდება.