9 აპრილს, მოსკოვში, Vegas City Hall-ში მომღერალი თეონა კონტრიძე კონცერტს გამართავს. ბილეთის ფასი 1200-6000 რუბლამდე მერყეობს. ამჟამად თეონა სამშობლოშია და დღეს ნანი ბრეგვაძესა და ეკა მამალაძეს სტუმრობდა. ორი დღის წინ კი მასთან მყოფი რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველ ბალერონ ნიკოლოზ ცისკარიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
ამჯერად წყვილი არ ცეკვავს და უბრალოდ საუბრობს. თეონა ბალერონს ეკითხვება თუ რა არის მისთვის ახალგაზრდობა და სთხოვს მოიკითხოს თბილისელები. ვიდეოში ცისკარიძე სიყვარულით ლაპარაკობს მშობლიურ ქალაქზე, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა:
ნიკოლოზ ცისკარიძე
“ჩემთვის ახალგაზრდობა არის უდარდელობა, როდესც კარგად გრძნობ თავს, ქართულად რომ იტყვიან, ყველაფერი ფეხებზე გკიდია. ახლა სოლოლაკის რაიონში ვართ, სადაც ოდესღაც ფარაჯანოვი და ხაჩატურიანი ცხოვრობდნენ. აქ ჩერდებოდნენ: პუშკინი, ლერმონტოვი, გრიბოედოვი და ყველა. აქ ცხოვრობდა ჩაიკოვსკი, როდესაც ჩამოდიოდა, ბევრ პარტიტურას წერდა. ძალიან მიხარია, რომ წლის ამ სეზონზე ვარ თბილისში. მარტში მიყვარს ჩამოსვლა, როდესაც ბუნება იღვიძებს. ახლა ჩვენ ისეთ ადგილას ვდგავართ, სადაც მთელმა ჩემმა ბავშვობამ გაიარა. როდესაც ჩვენი მეცადინეობა მთავრდებოდა, კურსელები ბოტანიკურ ბაღში ამოვდიოდით და აქ ვსეირნობდით. მე აქ ყოველთვის ბავშვად ვგრძნობ თავს“, – ამბობს ცისკარიძე. ვიდეოს დასასრულს თეონა კონტრიძე ამბობს, რომ მეორე დღეს ბოდბეში მიდიან წმინდა ნინოს საფლავზე.