სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარინე ძაგნიძე “ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის ტელეფონიდან ამოღებულ ბოლო ვიდეოს აქვეყნებს. მომღერალი რაჭაში გადაღებულ ვიდეოში საშიში გზის შესახებ საუბრობს.
„ზურას ტელეფონიდან ამოღებული ბოლო ვიდეო- მის საყვარელ რაჭაში, საშინელ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე. ამ ხეობის სიყვარულს შეეწირა ჩვენი უსაყვარლესი ბიჭი. რა ძნელია შენზე წარსულში საუბარი, ჩემო ზურა“ – წერს მარინე ძაგნიძე და ვიდეოს აქვეყნებს.