“100 კმ სიჩქარით გაქანებული მანქანიდან გადმომაგდო”

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარის ფოტო ასლს აზიარებს და წერს, რომ აღნიშნული კომენტარის შინაარსმა ერთი ისტორია გაახსენა:

“ჩამაანალიზეს

ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. პატარა ვიყავი – ალბათ 18 წლის და ერთი მენტი გადამეკიდა.

სადღაც ვმუშაობდი გიდად, იქ მაკითხავდა.

სახლში წაყვანა შემომთავაზა და გამიტაცა – დედაჩემი უნდა გაგაცნოო, მერე პიანინოზე დაგსვა და ცივი ნიავი არ მოგაკაროო.

ხოდა ვიჯექი წყნარად მანამდე – მეთქი ამას შიგ ხო არ აქვს, სად მიმაქანებს. 

პიანინოზე დაგსვამო რომ ახსენა – რაღაც ზებუნებრივმა ძალამ, 100 კმ სიჩქარით გაქანებული მანქანიდან გადმომაგდო – არაფერი მტკენია. 

უბრალოდ, მას მერე “ანუკობა”  ჩემთვის აღარავის შემოუთავაზებია, გამოვიმუშავე ის ენერგია, რამაც მსგავსი მისწრაფებები ჩემ მიმართ, ამოძირკვა” – წერს ჩერგოლეიშვილი.