არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი 93 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
13 წლის წინ, 2008 წლის 18 მაისის საკვირაო ქადაგებისას, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა იოაკიმეზე ბრძანა:
წელი მეუსრულდა. მე მამა იოაკიმეს სოხუმიდან, აფხაზეთიდან ვიცნობ და მუდამ მაკვირვებდა მისი თავდადებული მოღვაწეობა. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო და ამ დროს ჩვენ ვცდილობდით ეკლესიები გაგვეხსნა, აგვემოქმედებინა … კერძოდ, ბედიის მონასტერი და სხვები. ამის გამო მამა იოაკიმე დააპატიმრეს კიდეც; ბევრი აწვალეს და მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს; მაგრამ, მადლობა ღმერთს, მამა იოაკიმე დღესაც ეხმარება ხალხს, ეხმარება ეკლესიას, ეხმარება საპატრიარქოს. 80 წლისაა იგი და თითქმის მთელი 80 წელი გრძელდება მისი მოღვაწეობა ეკლესიის კეთილდღეობისათვის. დღეს მინდა აღვნიშნო მისი ღვაწლი და მას საჩუქრად მივართვა ვერცხლის თასი. ღმერთმა დალოცოს მამა იოაკიმე და ღმერთმა მისცეს მას კიდევ მრავალი წელი მომავალი მოღვაწეობისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაიხაროთ. თქვენ კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებთ საქართველოსთვის.“
ხვალ 14.00 საათიდან გადაასვენებენ მცხეთაში და დაკრძალავენ მცხეთის სამთავროს მონასტერში.