“ვერ ვიჯერებ, რომ ამას გეუბნებით, მაგრამ დავკარგეთ უმაგრესი კაცი“

ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემეტრე თაქთაქიშვილი  გუშინ გარდაიცვალა.

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა მეგობრებო… ვერ ვიჯერებ რომ ამას გეუბნებით, მაგრამ დავკარგეთ უმაგრესი კაცი – დემეტრე თაქთაქიშვილი. გუშინ ღამით ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა…
ნათელში იყოს მისი სული… ამ ადამიანმა ძალიან ბევრი სიხარული მოგვიტანა ავტომოყვარულებს… ძალიან დაგვაკლდები და მოგვენატრები, დემე… გაუფრთხილდით საკუთარ თავებს მეგობრებო“, – წერენ AMG Club Georgia-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, დემეტრესთან ერთად ავტომობილში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც საჭეს მართავდა და ისიც გარდაიცვალა.