101 წლის ამერიკელმა მეთევზე ბებომ ომარი ოკეანეში გადაისროლა და მიმების გმირი გახდა

101 წლის ამერიკელი ვირჯინია ოლივერი ასაკის მიუხედავად საყვარელ საქმიანობას არ შორდება და ომარების ჭერას განაგრძობს. ამის გამო ის მიმების გმირი გახდა.

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ვირჯინია ეფექტურად ისვრის ოკეანეში ომარს და სურათი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა. Twitter-ზე ის ჟურნალისტმა და ბლოგერმა ზაკ ბადრიკმა გამოაქვეყნა.

სოცქსელის მომხმარებლებმა კი ბებო Marvel-ის სუპერგმირებსტორსა და დოქტორ სტრენჯს მიამსგავსეს.

ზოგმა კი ვირჯინიას ფოტო კორონავირუსის პანდემიას მოარგო.