ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანოს, ლალი ჭილაიას გარდაიცვალებას თამარ ივერი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ყველასთვის უეცრად ჩვენმა კოლეგამ, ლალი ჭილაიამ დაგვტოვა. როგორ არავინ არ ველოდით შენს ასეთ უეცარ წასვლას. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა მიწერ-მოწერა. ღმერთო, რა დაუნდობელია წუთისოფელი ვინ იფიქრებდა რომ სრულიად ჩვეულებრივ, ბარძაყის ოპერაციას ვერ გადაიტანდი ასეთი მაღალი, დიდი და “ჯანით სავსე” ქალი. სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამომიტივტივდა შენი კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი და შენი ლამაზი ხმა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ძალიან გვატკინე გულები. ასე უცებ, ასე უაზრო და უბრალო მიზეზით არ უნდა დაგეტოვებინა ეს სამყარო”, – წერს თამარ ივერი.
ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანოს, ლალი ჭილაიას გარდაცვალებაზე ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. როგორც ირკვევა ქართველი სოპრანოს მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. როგორც მეგობრები წერენ, აღნიშნული პრობლემების გამო რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოხვდა და ოპერაციას გეგმავდა.