კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მომღერალ ნუცა ბუზალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაიკო კაჭკაჭიშვილს იურმალაში კონკურსზე შესრულებულ სიმღერაში 5 000 დოლარი გადაუხადა, რასაც თავისსავე პოსტში მაიკო კაჭკაჭიშვილი არ ადასტურებს.
მომღერალი ნუცა ბუზალაძე Ambebi.ge-ს ესაუბრა. როგორც ბუზალაძე ამბობს, მა სიმღერის დაწერისთვის თავის დროზე 5 000 დოლარი გადაიხადა.
„12 წლის ვიყავი მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და 5000 დოლარი გადავუხადეთ ყველაფერში, ტექსტი, სიმღერა და არანჟირება. “იურმალა” კი 17 წლის ასაკში მოვიგე. ამ სიმღერაში ფული გადავიხადე და სხვათაშორის თავის დროზე საკმაოდ ძვირი.
12 წლის რომ ვიყავი, მაშინ არავინ მიცნობდა და ჩვეულებრივ ვიყიდეთ ეს სიმღერა. რაც შეეხება კითხვას, აქამდე მაიკოსთვის წყენა თუ შემიმჩნევია, გეტყვით, რომ არასოდეს“,– ამბობს ნუცა ბუზალაძე.