მზექალა შანიძის მონათხრობი სუფრასთან:
,,თბილისში სტუმრად გვყავდა მამაჩემის დიდი მეგობარი, ცნობილი იტალიელი მეცნიერი და პოლიგლოტი ლუიჯი მაგაროტო.
ერთხელ უნივერსიტეტის შენობიდან გამოსვლის დროს მეუბნება: ლიტერატურული ქართული ასე თუ ისე ვიცი, ახლა სასაუბრო ენა მაინტერესებს. უნივერსიტეტის ეზოში რამდენიმე ხანი დავყოთ, გავიარ-გამოვიაროთ და როგორადაც სტუდენტები ერთმანეთს მიმართავენ, ის გადამითარგმნეო.
არ გასულა რამდენიმე წუთი და ერთი სტუდენტი მეორეს ეუბნება, დამენძრაო. მომიბრუნდა ლუიჯი და მეკითხება, რას ნიშნავს ეს სიტყვაო. დავიბენი, როგორ უნდა ამეხსნა ასეთი ვულგარული გამოთქმა. ვუთხარი, ცუდ ამბავს ნიშნავს-მეთქი. არაო, მეუბნება, უფრო დამიზუსტეო. ძალიან, ძალიან ცუდი რამ რომ დაგემართება ადამიანს, ის არის-მეთქი. შევატყვე, ბოლომდე არ დააკმაყოფილა ჩემმა ნათქვამმა, მაგრამ მეტად აღარ ჩამძიებია
გავიდა ხანი. მამაჩემი, აკაკი შანიძე გარდაიცვალა. ჭირისუფლად ვზივარ. უცბად დაიწყეს ჩურჩული, შევარდნაძე მოდისო. შემოვიდნენ საქართველოს მაშინდელი ცკ-ის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე და უკან ლუიჯი მაგაროტო მოჰყვება. მაგაროტო მოვიდა ჩემთან, დაიხარა და მწუხარე სახით მეუბნება: _ ქალბატონო მზექალა, დაგვენძრაო”.