ცოტა ხნის წინ მირანდა თოდუამ ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა იმაზე, თუ რა მოხდა რუს წყვილებთან ერთად მგზავრობის დროს.
,,დღეს ნეაპოლიდან მოვფრინავდი ნიცაში. ჩემთან ერთად ორი რუსი წყვილი მგზავრობდა, ალბათ 30 წლისები იქნებოდნენ… ჩავსხედით თვითმფრინავში.
მესმის მათი საუბარი. უყურებენ ომის კადრებს.
– იმ იშო ნე პაპალო კაკ ნადა.. ნადა ბოლეე ჟოსტკაა… ნადა უნიჩტოჟით ეტიხ ხახლოф…- ეს სიტყვები ხმამაღლა და გაწელილად წამოიწიკვინა ერთ-ერთმა და სამივემ აიტაცა ოვაციებით. არ ვიცი, როგორ ამომხდა ისეთი ხმა… ჯერ რუსულად დავუწყე ყვირილი, მთელი ტანი მიცახცახებდა სიბრაზისგან…
მერე მომინდა, ყველასთვის გამეგებინებინა ჩემი სკანდალის მიზეზი.. .ყველა სიტყვა, რომელიც ერთმანეთში ილაპარაკეს, ჯერ იტალიელებს ვუთარგმნე, მერე ფრანგებს, ინგლისელებს. ტელეფონში ჩავრთე ხერსონის კადრები, ყველას სათითაოდ ცხვირწინ მივუტანეე.
– მეთქი ჩემს მიწასაც ეპოტინებიან. მშვიდი ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ! თქვე ველურებო, რად გინდათ ამდენი მიწა. მე ქართველი ვარ და არ მინდა ომი, მაგრამ არ მოგცემთ ჩემს მიწას-მეთქი.
მერე არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ დავიღალე და ტირილი წამსკდა. ისე ვქვითინებდი ხელებში თავჩარგული და სიბრაზისაგან კბილებს ვაჭრიალებდი. სულ თუ ჩამხსნიდნენ რეისიდან, აღარ მადარდებდა.
პირველები იტალიელები აიშალნენ. მართლა ასე ფიქრობთო? – ჰკითხეს. ვასიები გამოიჯგიმნენ, კიო და იტალიელებმა (ნეაპოლელებმა) ისეთი წაუშინეს, გაასწორეს მიწასთან. ვაფანკულო, წადით თქვენს ქვეყანაში, ტურისტებადაც აღარ გვინდიხართ, არ გვინდა არც თქვენი ფულები.. იქ შეითხარეთო.
ფრანგები და ინგლისელები უფრო ,,მოგუდულად”, მაგრამ მაინც აყვნენ ჩვეული სიდარბაისლით გადარეულ იტალიელებს და თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვეს ოთხივეს.
დაახლოებით ოცი წუთი გაგრძელდა ეს ალიაქოთი. ბოლოს, შეუცვალეს ადგილები და გადაუძახეს თვითმფრინავის კუდისკენ ფერწასულ ინდაურებს და ხმის ამოღება აუკრძალეს.
თითქმის ოცი წელია ევროპაში ვცხოვრობ დამსგავსი არაფერი მინახავს. წესით, მე ვიყავი დამნაშავე და დებოშის მომწყობი, მეგონა, ავიაკომპანია გაფრთხილების ბარათს მომცემდა ან სიტყვიერ შენიშნვას, მაგრამ ნურას უკაცრავად. თვითმფრინავიდან გამოსვლისას გადამეხვია სამივე ბორტამცილებელი და მითხრეს, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად”.