“თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე, სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად…“

მუსიკოს, დათო ევგენიძის მეუღლე, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანს, რომელმაც თავის ქმარს ღვიძლი გადაუნერგა, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.

“ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე…. მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად…. თქვენ “არანორმალური“ ადამიანები ხართ, ეს სასწაული რომ გააკეთეთ.

მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ…“, – წერს ნინო ჟვანია.

ცნობისთვის, მუ­სი­კო­სმა, დათო ევ­გე­ნი­ძემ თურ­ქეთ­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ა გაიკეთა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლია.