“არ გისაყვედურებ ჩემო დიდო ბავშვო, მადლობა ამ ზღაპრისთვის, დიდი სიყვარულისთვის, ჩვენი თამაშისთვის”

გარდაცვლილი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ყოფილი ქმრის იუბილეს ემოციური პოსტით ეხმაურება.

“ჩემი, ჩვენი დიდი ბავშვი 55!!! გოგიჩას დაბადებას გაუმარჯოს, იმიტომ რომ ეს მზე ყველას მოგვწვდა და თავის სხივი ყველას დაგვიტოვა! უფრო მიყვარხარ, უფრო მიყვარხარ!

როგორ ახერხებ არ ვიცი, მაგრამ ყველგან და ყოველთვის ხარ, როცა ძალიან უშენოდ ვარ!

არ გისაყვედურებ ჩემო დიდო ბავშვო, მადლობა ამ ზღაპრისთვის, ცხოვრების ამ ზღაპარივით ურთიერთობისთვის, დიდი სიყვარულისთვის, ჩვენი თამაშისთვის, და რაც მთავარია!!! ამდენი გოგიჩა რომ მყავს გარშემო!!!

მიყვარხარ, ჩემო ბიჭო, გონებაში, გულში, სხეულში, ჰაერში სულ ხარ და სულ მყავხარ! აბა თქვენ იცით, მანდ ბევრი კარგი ხართ! გილოცავ, ჩემო სიკეთის ბიჭო! როგორც, შენი სიყვარულის ნაყოფი და გენი ამბობს ,,ბუ მიკაკააა“, – წერს ნათია ბანძელაძე.

ცნობისთვის, მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წელს გარდაიცვალა.