ჟირაფი ჟოზეს შექმნელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ჟოზეს სახელს ნუ იყენებ უნებართვოდ.
მისი ვიზუალი, მუსიკა და სახელი არის სტუდია ველოსიპედის საკუთრება.
🦒 ჟოზეს შექმნაში და პოპულარიზაციაში დაიხარჯა ძალიან ბევრი ადამიანის დრო, ენერგია, შრომა, ნიჭი და პროფესიონალიზმი!
🦒 ჟოზეს შექმნაში და პოპულარიზაციაში დაიხარჯა ძალიან ბევრი ფული!
მისი სახელის და ვიზუალის უნებართვოდ გამოყენება არის ამ შრომის უპატივცემულობა და ჩვენი უფლებების უხეში დარღვევა,
რომელიც, ისჯება კანონით.
🔐 ჩვენი სტუდიის საავტორო უფლებებს იცავენ ძალიან გამოცდილი ადვოკატები,
ამიტომ
გთხოვთ, გაითვალისწინეთ,
რომ ასეთი შემთხვევები არ დარჩება რეაგირების გარეშე!
⚠️ გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაიცავით კანონი!
სხვისი შრომით შემოსავლის უნებართვოდ მიღება არ არის სწორი 🙂 არც იურიდიულად და არც წმინდად ადამიანურად.”