“ბალენსიაგამ” ფილიპ კირკოროვი შავ სიაში შეიყვანა და მისთვის ნივთების მიყიდვა აკრძალა

მომღერალი, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი უკ­რა­ი­ნას­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის გამო, მო­დის სახლ Balenciaga-ს შავ სი­ა­ში მოხ­ვდა და ბრენ­დის ნივ­თებს თა­ვი­სი სა­ხე­ლით ვერ ყი­დუ­ლობს. ამის შე­სა­ხებ შო­უ­მენ­მა რუ­სულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

კირ­კო­რო­ვის თქმით, მის სტი­ლისტს მო­ნა­კოს “ბუ­ტი­კი­დან” ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ისი­ნი ვე­ღარ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მომ­ღე­რალს, რად­გან ის მხარს უჭერს რე­ჟიმს და პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს.

დუ­ბა­ი­ში გას­ტროლ­ზე ყოფ­ნი­სას სცა­და Balenciaga-ს მა­ღა­ზი­ა­ში ჩან­თა შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ სა­ლა­როს­თან მი­სულ­მა გა­არ­კვია, რომ ეს მის­თვის აკ­რძა­ლი­ლი იყო.

“და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარს აშშ-ში და ვთხო­ვე, “ბა­ლენ­სი­ა­გა­ში“ ჩემს სა­ხელ­ზე ტან­საც­მლის ყიდ­ვა ეცა­და და უარი უხ­რეს, საფ­რან­გე­თის ოფი­სი­დან მო­ვი­და წე­რი­ლი ჩენს სა­ხელ­ზე, რო­მელ­შიც ეწე­რა, რომ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ ჩემ­თვის ნივ­თე­ბის მი­ყიდ­ვა. ეს არის დემ­ნას პო­ზი­ცია”, – აღ­ნიშ­ნა კირ­კო­როვ­მა.