მომღერალი, ფილიპ კირკოროვი უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერის გამო, მოდის სახლ Balenciaga-ს შავ სიაში მოხვდა და ბრენდის ნივთებს თავისი სახელით ვერ ყიდულობს. ამის შესახებ შოუმენმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.
კირკოროვის თქმით, მის სტილისტს მონაკოს “ბუტიკიდან” ბრენდის წარმომადგენელმა დაურეკა და უთხრა, რომ ისინი ვეღარ მოემსახურებიან მომღერალს, რადგან ის მხარს უჭერს რეჟიმს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
დუბაიში გასტროლზე ყოფნისას სცადა Balenciaga-ს მაღაზიაში ჩანთა შეეძინა, მაგრამ სალაროსთან მისულმა გაარკვია, რომ ეს მისთვის აკრძალილი იყო.
“დავურეკე ჩემს მეგობარს აშშ-ში და ვთხოვე, “ბალენსიაგაში“ ჩემს სახელზე ტანსაცმლის ყიდვა ეცადა და უარი უხრეს, საფრანგეთის ოფისიდან მოვიდა წერილი ჩენს სახელზე, რომელშიც ეწერა, რომ ეკრძალებოდათ ჩემთვის ნივთების მიყიდვა. ეს არის დემნას პოზიცია”, – აღნიშნა კირკოროვმა.