გრიშა ონიანი და ბადრი შუბლაძე შერიგდნენ

297

გრიშა ონიანი და ბადრი შუბლაძე შერიგდნენ. როგორც სეზონი TV-ის ეთერში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, ისინი ონიანის სახლში, სვანურ კოშკში 17 დეკემბერს შერიგდნენ.

“იწყება ძმობა, მეგობრობა და იწყება პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი. მე და თქვენ, ორი ასე დაპირისპირებული პიროვნებები ვუწვდით მთელ საქართველოს ხელს, რომ დამთავრდეს პოლარიზაცია, შერიგდეს ქართველი ერი, გაერთიანდეს ერთი მტრის წინააღმდეგ და საქართველო გავიყვანოთ მსოფლიო არენაზე, რომ შევინარჩუნოთ ქართველობა, იდენტობა, ქართული ფორმა, ბოხოხი, სვანურ კოშკში, სვანური მაგიდა, სკამები”. – აღნიშნა ბადრი შუბლაძემ გრიშა ონიანთან სახლში სტუმრობისას.