მსახიობი და ტელეწამყვანი ბევრს მოგზაურობს და შთამბეჭდავ კადრებს გამომწერებს აქტიურად უზიარებს.
ფოტოებიდან ირკვევა, რომ შორენა ბეგაშვილს მოდური ბრენდული ტანისამოსი და აქსესუარები განსაკუთრებით უყვარს.
Dior, Gucci, Fendi, BALMAIN – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ტელეწამყვანის გარდერობშია.
Christian Dior ჩანთა, რომელიც ფოტოზე ტელეწამყვანს უჭირავს farfetch-ის ვებ გვერდზე $2,481 ღირს.
HERMES-ის ჩანთები, რომელიც ბევრისთვის მიუწვდომელი სიამოვნებაა და მის შესაძენად ზოგჯერ თვეების ლოდინია საჭირო, შორენა ბეგაშვილის გარდერობშია.
პარიზში გადაღებულ ფოტოზე, ტელეწამყვანს წითელი HERMES Birkin-ის ჩანთა უჭირავს ხელში, მისი დაახლოებითი ღირებულება 15 000 $-დან იწყება.