ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ინსტაგრამზე ის ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან და შვილთან, ბერუკა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. წყვილი დიდი აქტიურობით აპლიკაცია Tik-Tok-ზეც გამოირჩევა, სადაც ვიდეოებს აქტიურად ანთავსებენ. ახლახანს ბერამ ინსტაგრამზე კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა.

 

 

 

ბერუკა ივანიშვილი 8 თვის გახდა და სწორედ ამის აღსანიშნავად ბერამ ინსტაგრამზე ახალი ფოტო განათავსა, სადაც ის მეუღლესთან და შვილთან ერთად აუზში პოზირებს.