“ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს“

მწერალი და ჟურნალისტი, ნესტან ნენე კვინიკაძე, სოციალურ ქსელში, ნარკოტიკებთან და ნარკომომხმარებლებთან  დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, – ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია.

ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს. სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება;

დღემდე აქტუალურია აზრი, რომ თითქოს, კონკრეტული არტისტები ნარკოტიკის მოხმარებამ აქცია სუპერგმირებად.

ტყუილია! ისინი ისედაც მაგრები იყვნენ და უფრო მაგრებიც იქნებოდნენ ნარკოტიკის გარეშე.