მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც 2024 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს, დღეს ევროვიზიის პრეფართიზე მონაწილეობს.
ინფორმაციას Eurovision Georgia ავრცელებს და წერს, რომ ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით არის მიწვეული:
„ნუცა ბუზალაძე უკვე მადრიდშია, სადაც დღეს ევროვიზიის პრეფართიზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Eurovision Georgia-ს ცნობით, ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე კრისტინა აგილერას „Hurt“-ს შეასრულებს.
Eurovision Georgia ასევე აქვეყნებს კადრებს, თუ როგორ დახვდნენ ნუცა ბუზალაძეს გულშემატკივრები მადრიდში.