პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) პოლონეთიდან ემოციურ ამბავს გვიზიარებს და წერს, რომ ქალაქ პოზნანში მას და ლელას ქართველი ტაქსისტი შეხვდათ ოზურგეთიდან, რომელიც Uber-ის აპლიკაციის გამოყენებით, მათთან გამოძახებაზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.
„კობა გარდაფხაძე, ოზურგეთიდან
ტაქსი გვყავდა გამოძახებბული პოზნანში და უცებ გაჩერდა უბერის მანქანა და… რითი გემსახუროთ ქალბატონო ლელაო,,
რა მაგარი გრძნობააა.
გადაგვყვა თავზე, დილის 6 ზე მოგვაკითხა აეროპორტში წასაყვანად.
რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“, – წერს მამულიჩა.