ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი ლელა რაზიკაშვილი ჩარგალში, ვაჟას მუზეუმთან, მეწყრული პროცესების თაობაზე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში და პოსტს ფოტო და ვიდეომასალას ურთავს თან.
„ეს მდგომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში…
დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა. ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი და ის მწვანე პატარა ჯიხურიც.
მუზეუმთან მისვლა საშიშია…
ასეთი რამ მე არ მახსოვს, არ ახსოვთ ჩემზე უფროსებსაც!
ღმერთო უშველე ჩემს პატარა სამოთხეს და ჩემს ქვეყანას მთლიანად! კიდევ საწვიმრად ემზადებაო“, – წერს ლელა რაზიკაშვილი.