ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე რამდენიმე ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის განმავლობაში, ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. ის ცოცხალი ლეგენდაა .
ნანი, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 87 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე ბებიის და შვილის კადრებს გვიზიარებს – პატარა სანდრო დიდ ბებოს ყვავილებით ანებივრებს.