გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც, ავტორების მტკიცებით, „ქართველი ჰალკის“ ლევან საგინაშვილის ქორწილიდან კადრები იყო ასახული.
მოგვიანებით, სპორტსმენმა დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მეგობრებო, პატარა გაუგებრობას აქვს ადგილი – ჩემი ძმის ქორწილი იყო და ძალიან გთხოვთ, ნუღარ აზიარებთ ვიდეოებს“, – წერს ლევან საგინაშვილი.