თეონა კონტრიძის ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. კონტრიძის ქმარს ხუთი წლის წინ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.
წყვილმა 2008 წელს საქართველოში იქორწინა.
,,08.08.08 – თბილისში დავქორწინდით. დღე იყო დრამატული და ძალიან რთული, მაგრამ ვცდილობდით ბედნიერები ვყოფილიყავით. ხუთი წლის წინ ჩემს პრინცს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ერთი წელია რაც ეტლში მყავს, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც 16 წლის წინ, ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენს დრამას და ყოველდღე ვცდილობთ, ღმერთის მადლიერი ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც მან მოგვცა: შესანიშნავი შვილები, ძალიან კარგი მეგობრები, ოჯახი. სამუშაო, რომელიც გვიყვარს, ბევრი სიცილი, მუსიკა და მოგზაურობა.
ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა მაშინ, იმარჯვებს ახლა და ყოველთვის გაიმარჯვებს! კოლი, შენ ხარ ჩემი მთავარი საგანძური, ჯოკერი, ბრილიანტი“, – წერს 47 წლის მომღერალი.