ჟურნალისტი ნინა ხუბუტია იუბილარია. სანდრო შელია მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.
„მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, კეთილი, ღირსეული გოგო, რომელმაც სიყვარული მაჩუქა. დღეს ნინას დღეა! ყველა ოცნება აგვიხდება ერთად – შენ ყველაზე მეტად იმსახურებ ბედნიერებას! რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად მიყვარდები“ – წერს სანდრო შელია სოციალურ ქსელში.
კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი, სანდრო შელია და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნინა ხუბუტია გასული წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ.