„ჩვენი სიყვარულის ისტორია აგრძელებს მოგზაურობას“

მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის სიყვარულის ისტორიამ ამჯერად ბულგარეთის პრესის ყურადღებაა მიიპყრო.

ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლო მარიამ შარმანაშვილი სიახლეს „ინსტაგრამის“ გამომწერებს უზიარებს და აქვეყნებს ჟურნალ „ევას“ იმ გამოცემის ფოტოებს, რომელშიც მარიამის და მისი რჩეულის შესახებ წერია.

„ჩვენი სიყვარულის ისტორია აგრძელებს მოგზაურობას. ბულგარეთის ჟურნალი „ევას“ ოქტომბრის გამოცემა“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.