პროფესიას რომ ასაკი არ აქვს, მით უმეტეს, პროფესიას, რომელიც გიყვარს და მას მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურები, ამტკიცებს 78 წლის ქორეოგრაფი ნანა მენთეშაშვილი, რომელიც უკვე 55 წელია ახალი თაობის მოცეკვავეებს ზრდის.
ნანა მენთეშაშვილმა ანსამბლი „ნაკადულები“ 57 წლის წინ მეუღლესთან ერთად დააარსა. დღეს ქორეოგრაფი საქართველოში ქართული ცეკვების ყველაზე ხანდაზმულ ანსამბლს ხელმძღვანელობს.
ნანა მენთეშაშვილის შესახებ სიუჟეტი მოამზადა გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“, რომელშიც ქორეოგრაფი საკუთარი პროფესიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცეკვის გარეშე ვერ იცხოვრებს“.
„ქართულ ცეკვას ძალიან დიდი ძალა აქვს, გამაციებს კი არა, სულ ეკალს მაყრის. ასაკში რომ შევედი, ტირილიც მინდება…
ჩემს შინაგან სამყაროს ყოველთვის ცეკვით გადმოვცემ, ცეკვის გარეშე არ შემიძლია. სანამ ძალა და ენერგია მაქვს, ჩემს გაზრდილ ბავშვებს ვერ დავტოვებ“, – აღნიშნავს ნანა მენთეშაშვილი.