“ერთი დაზუსტებით ვიცი რომ ასეთი ადამიანები ჩემში საოცარ აღფრთოვანებას და უდიდეს პატივიცემას იწვევენ”

თაკო ჩორგოლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”არ შემიძლია არ გავაზიარო! არ შემიძლია ის ემოცია რაც ჩემს გულში ტრიალებს მარტომ დავიტოვო! ამ საოცარი ბავშვების დედიკოს ეს ნაბიჯი ჩემთვის სულგრძელობის, სიკეთის, დიდი სიყვარულის, დედობის, მზრუნველობის და ადამიანობის საუკეთესო მაგალიათია!!!! მაშინ როცა მას ასე უჭირდა, მისი შვილები ამხელა განსაცდელში იყვნენ, სხვისი შვილის, ჩვენი პატარა საბის განსაცდელი გაიზიარა, გულთან ახლოს მიიტინა და შემოსული თანხიდან 1000 ლარი უწილადა…. მას არ ვიცნობ, თუმცა ერთი დაზუსტებით ვიცი რომ ასეთი ადამიანები ჩემში საოცარ აღფრთოვანებას და უდიდეს პატივიცემას იწვევენ!!!! ახლა გავიგე ეს ამბავი! და პირველი ჩემი რეაქცია ცრემლები იყო! არ ვიცი სიხარულის, მოწიწების და მადლიერების ესეთი მძაფრი განცდა დიდი ხანია არ მქონია… მადლობა მას! სიკეთე არასდროს იკარგება! კარგად ყოფნა ამ ულამაზეს გოგონებს და მალე გამოჯანმრთელება🙏🏻