“ეს ის დაავადებაა, რომელიც მაწუხებს და მკლავს”

მომღერალმა ხატია წერეთელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მძიმე დაავადებას ებრძვის და ამის გამო თავს ცუდად ხშირად გრძნობს.

როგორც ხატია წერეთელი წერს, მას უჭირს წონასწორობის დაცვა და მხედველობაც უქვეითდება.

„დიახ ეს ის დაავადებაა რომელიც მაწუხებს და მკლავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ნებისმიერი სტრესის დროს ხდება დაავადების პროვოცირება, ყოველდღიურად ვკარგავ წონას,მიჭირს წონასწორობის დაცვა და მხედველობა მიქვეითდება. გიფიქრიათ რამდენჯერ მიმაკაკუნებინეთ მიქელას?“- წერს ხატია წერეთელი.

ინფორმაციისთვის, ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა მისი ეროტიკული  კლიპი – „შენთან სექსი მაგარია“ იხილა. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.