უცხოური ტაბლოიდი ბოლო დღეებია ბარაკ ობამასა და ჯენიფერ ენისტონს შორის რომანტიკული კავშირის შესახებ წერენ. მსგავსი ჭორები, სავარაუდოდ, ბოლო ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიშელ ობამას არ ყოფნამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ მიშელი ერთადერთი იყო ყოფილი პირველი ლედებიდან, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრო. ის ასევე არ გამოჩენილა ერთი კვირით ადრე ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, ჯიმი კარტერის დაკრძალვაზე.
მართლა აქვს თუ არა ყოფილ აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას რომანი მსახიობ ჯენიფერ ენისტონთან?
ჭორები პირველად 2024 წლის აგვისტოში გაჩნდა, როდესაც გამოცემა InTouch-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “სიმართლე ჯენზე და ბარაკზე!”
სტატიაში მინიშნებული იყო, რომ ჯენიფერ ენისტონსა და ბარაკ ობამას ერთმანეთის მიმართ სიმპათია ჰქონდათ. იქვე წერდნენ, რომ მიშელ ობამა თავს “მიტოვებულად” გრძნობსო…
სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ჯენიფერ ენისტონი ობამას გარემოში უფრო მეტ დროს ატარებდა, რადგან იგი პოლიტიკით დაინტერესდა.
-
საერთო ინტერესები
ინკოგნიტო წყარომ ტაბლოიდს განუცხადა, რომ ობამა და ენისტონი საერთო ინტერესებმა დააკავშირა ობამამ ჰოლივუდის სამყაროში ფეხი შედგა Netflix-ის პროექტებით, ხოლო “Friends”-ის ვარსკვლავი პოლიტიკით დაინტერესდა.” ჯენი პოლიტიკით ძალიან დაკავებულია და ბარაკის კომპანიაში ხშირად ხვდება”, – აცხადებდა წყარო.
ჯენიფერ ენისტონმა ეს ჭორები Jimmy Kimmel Live!-ში მალევე უარყო: “ამაზე არ გავბრაზებულვარ, თუმცა ეს ძალიან დიდი უსამართლობაა”, – განაცხადა ენისტონმა სიცილით და თან დაამატა: “მიშელს უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე ბარაკს”, – რითაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ რომანს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
გასულ კვირას, ტელეწამყვანმა მეგინ კელიმ ჯენიფერისა და ბარაკის რომანზე განაცხადა: “მე არ ვიცი, ეს მართალია თუ არა… მაგრამ თუ ასეა, ეს დემოკრატიულ წრეებში და საერთოდ, ამერიკაში, ნამდვილ პოლიტიკურ მიწისძვრას გამოიწვევს”.