“მიშელს უფრო კარგად ვიცნობ, ვიდრე ბარაკს”

51

უცხო­უ­რი ტაბ­ლო­ი­დი ბოლო დღე­ე­ბია ბა­რაკ ობა­მა­სა და ჯე­ნი­ფერ ენის­ტონს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის შე­სა­ხებ წე­რენ. მსგავ­სი ჭო­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­შელ ობა­მას არ ყოფ­ნამ გა­მო­იწ­ვია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­შე­ლი ერ­თა­დერ­თი იყო ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დე­ბი­დან, რო­მე­ლიც ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას არ და­ეს­წრო. ის ასე­ვე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ერთი კვი­რით ადრე ამე­რი­კის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ, ჯიმი კარ­ტე­რის დაკ­რძალ­ვა­ზე.

მარ­თლა აქვს თუ არა ყო­ფილ აშშ-ის პრე­ზი­დენტს ბა­რაკ ობა­მას რო­მა­ნი მსა­ხი­ობ ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­თან?

ჭო­რე­ბი პირ­ვე­ლად 2024 წლის აგ­ვის­ტო­ში გაჩ­ნდა, რო­დე­საც გა­მო­ცე­მა InTouch-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით: “სი­მარ­თლე ჯენ­ზე და ბა­რაკ­ზე!”

სტა­ტი­ა­ში მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­სა და ბა­რაკ ობა­მას ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სიმ­პა­თია ჰქონ­დათ. იქვე წერ­დნენ, რომ მი­შელ ობა­მა თავს “მი­ტო­ვე­ბუ­ლად” გრძნობ­სო…

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი ობა­მას გა­რე­მო­ში უფრო მეტ დროს ატა­რებ­და, რად­გან იგი პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და.

  • სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი

ინ­კოგ­ნი­ტო წყა­რომ ტაბ­ლო­იდს გა­ნუ­ცხა­და, რომ ობა­მა და ენის­ტო­ნი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­მა და­ა­კავ­ში­რა ობა­მამ ჰო­ლი­ვუ­დის სამ­ყა­რო­ში ფეხი შედ­გა Netflix-ის პრო­ექ­ტე­ბით, ხოლო “Friends”-ის ვარ­სკვლა­ვი პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და.” ჯენი პო­ლი­ტი­კით ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია და ბა­რა­კის კომ­პა­ნი­ა­ში ხში­რად ხვდე­ბა”, – აცხა­დებ­და წყა­რო.

ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­მა ეს ჭო­რე­ბი Jimmy Kimmel Live!-ში მა­ლე­ვე უარ­ყო: “ამა­ზე არ გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა”, – გა­ნა­ცხა­და ენის­ტონ­მა სი­ცი­ლით და თან და­ა­მა­ტა: “მი­შელს უფრო კარ­გად ვიც­ნობ, ვიდ­რე ბა­რაკს”, – რი­თაც ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მათ რო­მანს არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და.

გა­სულ კვი­რას, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მე­გინ კე­ლიმ ჯე­ნი­ფე­რი­სა და ბა­რა­კის რო­მან­ზე გა­ნა­ცხა­და: “მე არ ვიცი, ეს მარ­თა­ლია თუ არა… მაგ­რამ თუ ასეა, ეს დე­მოკ­რა­ტი­ულ წრე­ებ­ში და სა­ერ­თოდ, ამე­რი­კა­ში, ნამ­დვილ პო­ლი­ტი­კურ მი­წისძვრას გა­მო­იწ­ვევს”.

წყა­რო