რუსი შოუმენი, მაქსიმ გალკინი ქართულად ამღერდა. ის “ინსტაგრამზე” აქვეყნებს ვიდეოს და გამომწერებს ურჩევს, რომ სიცივეში ხასიათზე მოსასვლელად ქართული სიმღერა და წითელი ღვინო საუკეთესო კომბინაციაა.
“ჩემო ძვირფასო გამომწერებო, დღეს ჩვენთან ცივა. თუ დილიდან ცუდ ხასიათზე ხართ, არ იცით რა უნდა გააკეთოთ, იმღერეთ ქართული სიმღერები, რომლებიც იცით.
ხოლო თუ კარგი წითელი ღვინოც გაქვთ – ქართული სიმღერა და წითელი ღვინო, საუკეთესო კომბინაციაა”, – ამბობს გალკინი, რის შემდეგაც ქართულ სიმღერას იწყებს. გალკინმა ფანებისთვის ოთარ რამიშვილის “ბულბული” შეასრულა.
“ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქართული სიმღერაა ოთარ რამიშვილის “ბულბული”. ვმღერი ყოველთვის, როცა მინდა ვიყო ბედნიერი”, – აღნიშნავს გალკინი.