ჯენიფერ ლოპესმა გასულ წელს ძველი სახლი გაყიდა და მის ნაცვლად, ბევერლი ჰილზში ახალი სასახლე შეიძინა.
მომღერალმა სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო განათავსა, სადაც სახლის შიდა სივრცე ჩანს. ეს სახლი ჯენიფერმა 60,8 მილიონ დოლარად შეიძინა.
5,2 ჰექტარ მიწაზე აშენებულ უზარმაზარ საცხოვრებელ სახლში 12 საძინებელი, 24 საპირფარეშო და სასადილო ოთახია.
როგორც ჯენიფერის მიერ გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, სასადილო ოთახში შინდისფერი სკამები და ბროლის ჭაღი აქვს. ერთ-ერთ ვიდეოში ასევე მსახიობის უზარმაზარი გარდერობიც ჩანს.
ჯენიფერის სახლს აქვს დიდი სპორტული კომპლექსი, სადაც არის კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის მოედანი და ასევე კრივის სავარჯიშო დარბაზი.
ეზოში არის ცალკე სახლი დიასახლისებისთვის, ასევე ოროთახიანი სახლი დაცვისთვის. აუზი, ავტოფარეხი, სადაც 12 ავტომობილი ჰყავს განთავსებული და დამატებით 80 მანქანისთვის საპარკინგე ადგილი.