24 საპირფარეშო, აუზი, კალათბურთისა და ჩოგბურთის მოედნები – როგორ სახლში ცხოვრობს ჯენიფერ ლოპესი?

63

ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა გა­სულ წელს ძვე­ლი სახ­ლი გა­ყი­და და მის ნაც­ვლად, ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში ახა­ლი სა­სახ­ლე შეიძინა.

მომ­ღე­რალ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი ფოტო და ვი­დეო გა­ნა­თავ­სა, სა­დაც სახ­ლის შიდა სივ­რცე ჩანს. ეს სახ­ლი ჯე­ნი­ფერ­მა 60,8 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

5,2 ჰექ­ტარ მი­წა­ზე აშე­ნე­ბულ უზარ­მა­ზარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 12 სა­ძი­ნე­ბე­ლი, 24 სა­პირ­ფა­რე­შო და სა­სა­დი­ლო ოთა­ხია.

რო­გორც ჯე­ნი­ფე­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ჩანს, სა­სა­დი­ლო ოთახ­ში შინ­დის­ფე­რი სკა­მე­ბი და ბრო­ლის ჭაღი აქვს. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ასე­ვე მსა­ხი­ო­ბის უზარ­მა­ზა­რი გარ­დე­რო­ბიც ჩანს.

ჯე­ნი­ფე­რის სახ­ლს აქვს დიდი სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სი, სა­დაც არის კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­და­ნი, ჩოგ­ბურ­თის მო­ე­და­ნი და ასე­ვე კრი­ვის სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზი.

ეზო­ში არის ცალ­კე სახ­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის, ასე­ვე ორო­თა­ხი­ა­ნი სახ­ლი დაც­ვის­თვის. აუზი, ავ­ტო­ფა­რე­ხი, სა­დაც 12 ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს გან­თავ­სე­ბუ­ლი და და­მა­ტე­ბით 80 მან­ქა­ნის­თვის სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი.